სეს-მა „იფქლს“ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქმე ეხება, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას.

როგორც სეს-ის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სეს–ს შეატყობინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ შპს იფქლის კუთვნილ საწარმოში დააფიქსირა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად.

აღნიშნული კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, კომპანიას გამოსასწორებლად მიეცა გონივრული ვადა. მანამდე კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სეს-მა „იფქლს“ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერა. 6 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სეს-მა-იფქლს-საწარმოო-პ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi