ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს მთავრობის დადგენილება №645 “-სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო...

საქართველოს მთავრობის დადგენილება №645 “-სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 120160010.10.003.024378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. 23-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. წვევამდელის სამედიცინო შემოწმება“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები და ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ფინანსდება სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის (შემდგომში − სამხედრო ჰოსპიტალი) გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“;
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 − მე-17 პუნქტები:

„11. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს შესამოწმებელ პირს უტარდება:
ა) ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატოვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის კონსულტაცია;

ბ) გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა;
გ) სისხლის ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);
დ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);
ე) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);
ვ) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში, კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა განისაზღვრება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად.

13. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის, რომელთა ჩატარებაც ვერ ხერხდება სამხედრო ჰოსპიტალში, სამხედრო ჰოსპიტალი შეარჩევს/განსაზღვრავს იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებშიც წვევამდელები გაიგზავნებიან დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილი წესით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამხედრო ჰოსპიტალის მიერ. განაგრძეთ კითხვა

  ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი