პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური...

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება“-სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე გამართულ აქციებზეც ისაუბრა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში შეკრებილია ხალხი და ითხოვს ბინების გადაცემას. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება.

„მინდა შევეხო ბოლო დროინდელ აქტუალურ თემას, ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობებთან, რამდენიმე დღეა შეკრებილი არიან მოქალაქეები და ითხოვენ ბინების გადაცემას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად იქნება გათვალისწინებული სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში 2000-მდე ეკომიგრანტია, რომლებსაც სჭირდებათ საცხოვრებელი სახლი. ამ ადამიანების ნაწილს ჩვენ უზრუნველვყოფთ ქირით და ამისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება. ბატონი პრემიერის ინიციატივა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ – იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები.

ასევე, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული შენობები არ არის საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელ ბინებად კეთილმოწყობას. ასევე, შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ბოლო დღეებში გავრცელებულ სპეკულაციებს, რადგან სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი. პირად კონტროლზე მაქვს აღნიშნული საკითხი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, დაწყებულია მუშაობა და აღნიშნული შენობები აუცილებლად სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

  შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.