როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:
– მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ. ეს უფრო მეტად ღამით აქტიურდება, როდესაც თბილად ჩაწვებიან. დილით შედარებით წყნარდება.
როდესაც ქავილის შედეგად, მეორადი ინფექცია, იმპეტიგო, ვითარდება, ჩირქოვანი ელემენტები ჩნდება, ტემპერატურა იმატებს, შეშფოთების საგანი მაშინ ხდება. როცა პაციენტები იმპეტიგოთი მოდიან და მშობლებს ვთხოვთ, რომ ბავშვის სხეული დავათვალიეროთ, აღმოჩნდება, რომ მუნითაა ინფიცირებული. თავად მუნს, როგორც წესი, ტემპერატურა არ ახასიათებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ძალიან ხშირად კოლეგებიც უგულებელყოფენ, არის ის, რომ მუნი ყველა ადამიანისათვის ერთნაირი დაავადება არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად კბენს, გამომწვევი ერთნაირია, მაგრამ ის უფრო ხშირად ებრძვის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. როდესაც მოზრდილსა და ბავშვს სხვადასხვა ინფექცია ემართებათ, მაგალითად, რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ტემპერატურა სწორედ იმ ვირუსის ან სხვა მდგომარეობის გამო უწევთ და პარალელურად, შესაძლებელია, მუნი კლინიკურად გამოვლენილი არ იყო, ერთი პატარა ელემენტი ჰქონდათ. შემდეგ ისიც აქტიურდება”.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მუნის ამოცნობაში ეს სიმპტომები დაგეხმარებათ – მალვინა ჯავახაძე დაავადების ნიშნებზე საუბრობს. 5 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუნის-ამოცნობაში-ეს-სიმპ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T17:56:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
