საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას, პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, თბილისის 97-ე, 215-ე და 219-ე სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი – „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს თეორიულად ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბრიგადის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც გააცნეს.

სკოლის მოსწავლეებმა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კითხვის გაგრძელება

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ. 1 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-ძ-5/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi