ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. წვევამდელები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით არიან გაწვეული.

საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კითხვის გაგრძელება

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. 1 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალქალაქში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi