შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო ქუთაისში წარდგება...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო ქუთაისში წარდგება კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ქუთაისში წარდგება კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ისტორიულ ბალახვანის უბანში, 100 საფეხურიანი კიბის ტერიტორიაზე შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

13:00 – 17:00 საათი – გაიმართება ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
14:00 – 17:00 საათი – სტუმრები იმერული ჯიშის ღვინოების დაგემოვნებას ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით შეძლებენ.
13:15 – 15:00 საათი – გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და ქ. ახალციხეში გაიმართება.

  ტრაგედია თბილისში — ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი