რატომ არის კარგი მძიმე საბნის დაფარება – ფსიქოლოგების აღმოჩენა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ის ზეწოლა, რომელსაც სხეულზე მძიმე საბანი ახდენს, იწვევს სეროტონინის, დოპამინისა და ენდორფინების გაძლიერებულ გამომუშავებას – ანუ ჩვენი ტვინის შინაგანი “ქიმიის”, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების განცდასა და გარე სამყაროსთან ჰარმონიაზე.

მძიმე საბანი ბევრი ექიმის მიერ არის რეკომენდებული როგორც აუტიზმის, ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტიურობის და რიგი სხვა პრობლემების დროს. ბევრი ადამიანი კი მას ასევე იყენებს როგორც ეფექტურ არამედიკამენტოზურ საშუალებას უძილობასთან საბრძოლველად.

თუ საბნის წონას გონივრულად შეარჩევთ, საბანი უსაფრთხოა და არ აქვს უკუჩვენება. მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და დაავადებათა ფართო სპექტრში. მძიმე საბანი ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დიაგნოზების დროს: აგრესიული ქმედება, ბულემია, ანორექსია, აუტიზმი, აუტიზმის სპექტრის დარღვევები,

უძილობა, მშფოთვარე ძილი, ბიპოლიარული აფექტიური დარღვევა, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, დამბლა, მენოპაუზა, სტრესი, პოსტტრავმული სტრესი, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქიკური დაავადებებისა და ფობიების დროს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ევროპასა და ამერიკაში მძიმე საბნების ბუმია. ისინი მათ იყენებენ სტომატოლოგიურ კლინიკებში სავარძელში მყოფი პაციენტებისთვისაც კი, ბორმანქანის მიმართ შიშის მოსახსნელად.

მოამზადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ

წყარო:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ არის კარგი მძიმე საბნის დაფარება – ფსიქოლოგების აღმოჩენა. 4 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-არის-კარგი-მძიმე-სა/

  Როგორ დავიცვათ თავი ტრამვებისა და მოტეხილობისგან? – ყინულზე სიარულის წესები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi