შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს - ვისზე იქნება გათვლილი...

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს – ვისზე იქნება გათვლილი სიახლე?

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ.

მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის და ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

საუბარია 340 ადამიანის ტევადობის ორ კატამარანზე. გემებს ოპერირება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით, დღეში ორჯერ შეეძლებათ.

  „მე ასეთი როგორიც ვარ, შემქმნა ჩემმა ქმარმა, შთამაგონა, რომ დამოუკიდებელ ქალს ყველაფერი შეუძლია…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი