საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, მოდ ბრეჟონის თქმით, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან.

„როიტერის“ ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა, ნაწილი კი ტბებსა და მდინარეებში დაიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში შაბათიდან საშუალოზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

მეტეოროლოგიური სააგენტო Meteo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის დიდ ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. მათი ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დღეს 36 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება. Meteo France-ის ცნობით, ძლიერი სიცხე ოთხშაბათს და ხუთშაბათსაც გაგრძელდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთში-ძლიერ-სიცხეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi