საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
safrangeTis parlamenti

საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა როგორც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ, ასევე მარინ ლე პენის პარტიამ.

კენჭისყრამ მაკრონის პარტიაში უთანხმოება გამოიწვია, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა, ორელიან რუსომ განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს.

ახალი კანონმდებლობა ართულებს მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას და აჭიანურებს მათ წვდომას სოციალურ შეღავათებზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

#drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას. 20 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთის-პარლამენტმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi