სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიასაუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ნახეთ ვინ ხიბლავს მამაკაცებს

საუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – ნახეთ ვინ ხიბლავს მამაკაცებს

როგორც ამბობენ, მამაკაცები “დიდი ბავშვები” არიან. გამუდმებით ესაჭიროებათ ახალ-ახალი სათამაშო და ამასთან ერთად, მოსიყვარულე, თბილი და ლოიალური ცოლი, რომელიც მათ ნებისმიერ ნაკლს მოთმინებით ეკიდება, მაქსიმალურად პატიობს შეცდომებს და არასოდეს უბურღავს ტვინს გაუთავებელი საყვედურებით.

აქედან გამომდინარე, ასტროლოგებმა “საუკეთესო საცოლეების” სია შეადგინეს. მოდით, ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე შესაფერისი კანდიდატურები “იდეალური ცოლის” ვაკანტურ პოზიციაზე.

კირჩხიბი 89% – როგორც ცნობილია, კირჩხიბის ზოდიაქო დედობას “კურირებს”, თუმცა ქალი კირჩხიბები კარგ დედობასთან ერთად, გამძაფრებული “დიასახლისური” მონაცემებით და ოჯახური კერის სიყვარულითაც არიან გამორჩეულნი. კირჩხიბი ქალი მომთმენი და ლოიალურია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ქმრის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს. ამჩნევს და მერე როგორ? უბრალოდ, უნარი შესწევს, თვალი დახუჭოს ამაზე და აქცენტი მეუღლის გაცილებით უფრო პოზიტიურ მხარეებზე გააკეთოს.

ამას გარდა, კირჩხიბის თვისება, მამაკაცს თავი “უფროსად” აგრძნობინოს, ოჯახში ყველაზე მეტად ხიბლავთ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს. ამ ქალს შესწევს უნარი, მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა არათუ აუმაღლოს, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი გაანებივროს იგი ამ მხრივ.

სასწორი 78% – ქალი სასწორი ყველა იმ თვისების განსახიერებაა, რომელსაც ჭეშმარიტი მამაკაცი ზოგადად, ქალის ფენომენში მოიაზრებს. დახვეწილი, ნაზი, მომხიბვლელი, რბილი, დიპლომატიური და დამყოლი, საუკეთესო მსმენელი და კარგი თანამოსაუბრე. თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტულ ვადამდე… მაგრამ საიმისოდ, რომ საუკეთესო საცოლეების სიაში მოხვედრილიყო, სასწორისეული ოსტატური პერფორმანსი მშვენივრად გამოდგება ამისთვის.

სასწორ ქალს შეუძლია მამაკაცს თავბრუ დაახვიოს საკუთარი იმიჯით, რბილი, დიპლომატიური მიდგომით და გასაოცარი მზრუნველობით. თუმცა, თუკი მის ინტერესებს ქმრის ინტერესები სერიოზულად ეწინააღმდეგება, სიმტკიცის გამოჩენაც არანაკლები ოსტატობით ეხერხება.

კურო 75 % – ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისკენ მამაკაცები ორი ძირითადი მიზეზით ილტვიან – პირველი არის ის, რომ მას შესანიშნავად ეხერხება სამზარეულოში ტრიალი (ხოლო მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, ყველას მოგვეხსენება, რომ კუჭზე გადის), მეორე მიზეზი კი ქალი კუროს მშვიდი, გაწონასწორებული და სტაბილური ხასიათია, რაზეც ნებისმიერი სტანდარტული მამრი ოცნებობს და მოსწონს.

თუმცა კუროს ხასიათში ისეთ უარყოფით თვისებას, როგორებიცაა სიჯიუტე და უაპელაციო პრინციპულობა, ხშირად შეუძლია საქმე გვარიანად გააფუჭოს ურთიერთობაში. მთავარია, მამაკაცმა იმ კონდინციამდე არ მიიყვანოს საქმე, სადაც კურო ქალს სიჯიუტის გამოჩენის აუცილებლობა დაუდგება დღის წესრიგში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი