1883 წლის 10 მარტს თბილისის ქუჩებში კონკა გამოჩნა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
1883 წლის 10 მარტს თბილისის ქუჩებში კონკა გამოჩნა.
XIX საუკუნის მიწურულს, ტფილისის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების უკვე არსებულ საშუალებებს პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკა შეემატა.
ცხენშებმული ტრამვაის ხაზი ბელგიურმა ფირმა „ჰელიოსმა“ გაიყვანა. კონკა ექსპლუატაციაში 1883 წლის 10 მარტს შევიდა. მან ვორონცოვის მოედანი მიხეილის ქუჩის გავლით რკინიგზის სადგურთან დააკავშირა.
თავდაპირველად ხაზს 120 ცხენი და 30 ვაგონი ემსახურებოდა, ხოლო კონკის სახელოსნოებისა და საჯინიბოებისთვის მუშთაიდის ბაღთან დიდი შენობა იყო გამოყოფილი. კონკა უსაფრთხო, მარტივი კონსტრუქციის მქონე ღია ვაგონს წარმოადგენდა, რომელიც ერთ ხაზზე მოძრაობდა. შესაბამისად, მისი დასაჯდომი სკამების საზურგეებიც მოძრავი იყო. ვაგონის გამყოლი-კონდუქტორი მგზავრების მოთხოვნით ზარს რეკავდა და მძღოლი კონკას აჩერებდა.
მოგვიანებით, 1904 წელს, კონკის ხაზის დაგრძელების შემდგომ, კონკა მიხეილის ხიდის გავლით ერევნის მოედნამდე ადიოდა, გაივლიდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის დაღმართს და მიხეილის გამზირს კირხესთან უერთდებოდა.
ტფილისის მოსახელობისთვის კონკა გადასაადგილებლად ძალზე ხელსაყრელ და ამავდროულად ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა, მგზავრობის საფასური, მარშრუტიდან გამომდინარე, 3-დან 5 კაპიკამდე მერყეობდა.
ტვირთის გადაზიდვისა და მიმოსვლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალებამ –კონკამ – 1910 წლამდე იარსება, სანამ ბელგიურმა ფირმა „ჰელიოსმა“ ის უფრო თანამედროვე ტრანსპორტით – ელექტროტრამვაით არ ჩაანაცვლა.
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია
ტექსტი: სოფიო ებრალიძე
წყარო: National Geographic Magazine საქართველო
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 1883 წლის 10 მარტს თბილისის ქუჩებში კონკა გამოჩნა. 10 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/1883-წლის-10-მარტს-თბილისის-ქუჩე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi