კითხვა:სასუნთქი გზების ვირუსების აქტიური სეზონი იწყება – 4+ საქართველო ზუსტად მიჰყვება ევროპულ სეზონურ ვირუსულ ტენდენციებს“ – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
“4+ საქართველო ზუსტად მიჰყვება ევროპულ სეზონურ ვირუსულ ტენდენციებს — ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოვლენა.“ პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ნოემბრიდან აპრილამდე, მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — ევროპულ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში — იწყება სასუნთქი გზების ვირუსების აქტიური სეზონი. ეს პროცესი კარგად არის ცნობილი საერთაშორისო ეპიდემიოლოგიაში:ეს გლობალური ციკლია, რომელიც ყოველწლიურად მეორდება.
ამ სეზონზე უკვე ფიქსირდება:
• რაინოვირუსები (გაციების ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში),
• სეზონური გრიპის შტამები,
• ძველი COVID-19-ის ფორმები (მსუბუქი მიმდინარეობით),
• და ახალი COVID-19-ის შტამები, რომლებიც უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით.
რატომ არის ერთდროულად ამდენი ვირუსი?
ევროპის რეგიონში, მათ შორის ჩვენთან მეზობელი ქვეყნებშიც, ვაქცინაციის დონეები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
სადაც ვაქცინაცია და სეზონური პროფილაქტიკა მაღალია (მაგ. საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) —
ვირუსები შედარებით მსუბუქად ვრცელდება.
სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია (მაგ. რეგიონული ქვეყნებიდან რამდენიმე) —
ვირუსები უფრო სწრაფად ცირკულირებს, განსხვავებული შტამები ერთმანეთს ერწყმის
და ეს პირდაპირ ახდენს გავლენას საქართველოზე, რადგან:
ვირუსი საზღვრებს არ ცნობს.
ჩვენ ვცხოვრობთ ერთიან ეპიდემიოლოგიურ ტერიტორიაზე.
საქართველო ამ პროცესის ნაწილია
ჩვენი ვირუსული ტალღები ყოველ ჯერზე ასახავს:
• ევროპის რეგიონული ცენტრების მონაცემებს (ECDC)
• მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პროგნოზებს
• მეზობელი ქვეყნების ეპიდსიტუაციის ცვლილებებს
ანუ:
რაც ხდება დღეს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთის რეგიონებში
1–3 კვირაში იგივე გამოჩნდება საქართველოში.
რას ვაკეთებთ პრაქტიკულად?
ეს არის სამეცნიერო კონსენსუსით დადასტურებული ნაბიჯები:
• ხელების ხშირი დაბანა
• დახურულ სივრცეებში განიავება
• ავადობისას — სკოლაში/სამსახურში არ წასვლა
• ქრონიკული დაავადების მქონეებისთვის — ოჯახის ექიმთან დროული კონსულტაცია
• გრიპის სეზონური ვაქცინაცია — განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებისთვის
ეს არის ევროპის და WHO-ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენც უნდა ვენდოთ.
მთავარი მესიჯი
ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთზეა დამოკიდებული.
როდესაც მეზობელი ქვეყნები ნაკლებად იცავენ პროფილაქტიკას —
შენი ამბები. (2025). სასუნთქი გზების ვირუსების აქტიური სეზონი იწყება – 4+ საქართველო ზუსტად მიჰყვება ევროპულ სეზონურ ვირუსულ ტენდენციებს“ – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს. 4 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სასუნთქი-გზების-ვირუსებ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
განახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi