ხშირად დასმული კითხვები
- რა არის ტყვია?
ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.
-
რას იწვევს ტყვიის ზემოქმედება?
ტყვია ადამინის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს.
ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს:
-
ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანება;
-
გონება გაფანტულობა, ქცევითი დარღვევები და სწავლის უნარ-ჩვევების დაქვეითება;
-
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
-
სმენასთან დაკავშირებული პრობლემები;
-
ძვლებისა და კუნთების ზრდის შეფერხება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ხშირად დასმული კითხვები. 14 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხშირად-დასმული-კითხვები/
