ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასარეკლამო SMS–ებს დღეიდანაც მაინც მიიღებთ? - ახლადამოქმედებული კანონის ხარვეზებზე საუბრობენ

სარეკლამო SMS–ებს დღეიდანაც მაინც მიიღებთ? – ახლადამოქმედებული კანონის ხარვეზებზე საუბრობენ

დღეიდან, 1-ელი მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი შედის ძალაში, თუმცა, მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განცხადებით, კანონი ხარვეზიანია და მისი აღსრულების რეალური ბერკეტები არ არსებობს.

მათი განმარტებით, ახლადამოქმედებული კანონი ხარვეზებს შეიცავს და მისი აღსრულების რეალური მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, სარეკლამო SMS–ებს აბონენტები კვლავაც მიიღებენ.

უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი ქართული კომპანიების უმრავლესობა SMS მარკეტინგისთვის ქირაობს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომლებიც რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ათასობით შეტყობინებას ავტომატურად აგზავნიან. შესაბამისად, უცხოური პროვაიდერების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ინსპექტორი მათ სანქცირებას ვერ შეძლებს. რეკლამის დამკვეთები კი, სააბონენტო მონაცემებს თავად არ ამუშავებენ და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა მათ ვერ დაეკისრებათ.

ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად, SMS რეკლამის მიმწოდებლებს და ზოგადად, ალფანუმერული შეტყობინებების პროვაიდერებს სპეციალური რეგისტრაცია მოეთხოვებათ. თუ ისინი რეგისტრირებულნი არ არიან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს არ აქვთ უფლება, გაატარონ მათი SMS გზავნილები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათი რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რაც კანონის აღსრულებას უზრუნველჰყოფს. საქართველოში ასეთი რეგისტრაცია ალფანუმერული SMS–ების მიმწოდებლებს არ მოეთხოვებათ და

შესაბამისად, მათი გზავნილებიც შეუზღუდავად ვრცელდება.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და ა.შ.შ.–ში მოქმედებს სპეციალური რეესტრი, სადაც აბონენტებს შეუძლიათ აღრიცხონ თავიანთი ნომერი და ყველა კომპანიას ერთდროულად აუკრძალონ მასზე ყოველგვარი სარეკლამო SMS–ის გაგზავნა. თუ კომპანიები რეკლამას გაუგზავნიან ამ ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტს, ისინი სანქციებს ექვემდებარებიან. საქართველოში კი, მომხმარებლებს მოუწევთ თითოეული კომპანიის რეკლამაზე ცალ–ცალკე განაცხადონ უარი და ხშირ შემთხვევაში, ამას, ზემოთ აღწერილი ხარვეზების გამო, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. „წყნარი საათების“ წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საღამოს საათებიდან დილის 9 საათამდე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აკრძალულია. საქართველოში ასეთი აკრძალვა არ არსებობს და ზოგჯერ, მომხმარებლები სარეკლამო გზავნილებს ღამის საათებშიც კი ღებულობენ. ამას ისიც განაპირობებს, რომ რეკლამის პროვაიდერები ხშირად საზღვარგარეთ, განსხვავებული დროის სარტყელში ოპერირებენ. ღამის საათებში რეკლამის გაგზავნა შესაძლოა, აგრესიულ და არასამართლიან კომერციულ პრაქტიკად ჩაითვალოს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მკაფიო რეგულაციები ამ მხრივაც არ არსებობს.

  თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა პეტიცია 1000 მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც ამ სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას მოითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლებისაგან არსებითი პასუხი არ მიგვიღია.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.