როდესაც მშობელი უძრავი ქონების შვილზე გადაფორმებას გადაწყვეტს – როგორ უნდა გადაუფორმოთ შვილს ბინა, რომ მომავალში სადავო არ გახდეს – სპეციალისტის რჩევები

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

როდესაც მშობელი უძრავი ქონების შვილზე გადაფორმებას გადაწყვეტს, ხშირად უჩნდება კითხვა, სამართლებრივად რომელი ფორმაა უფრო საიმედო – ჩუქება თუ ნასყიდობა? ან რა განსხვავებაა ჩუქებასა და გადაფორმებას შორის. ამ საკითხებზე ადვოკატი თათია ქაჯაია საუბრობს:

ჩუქებაც და ნასყიდობაც არის ეგრეთ წოდებული „გადაფორმების“, ანუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის სახეები. და როცა ხარ მესაკუთრე, გაქვს უფლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს განკარგო შენი ქონება და გაასხვისო ნებისმიერ პირზე. ანუ ჩუქებას გააკეთებ, მაგალითად, თუ ნასყიდობას, ორივე შემთხვევაში – ან ჩუქების საფუძველზე გახდება პირი მესაკუთრე, ან ნასყიდობის საფუძველზე. ორივე არის ეგრეთ წოდებული გადაფორმება, რასაც ეძახიან.

განსხვავება იმაშია, რომ ნასყიდობა არის, როცა თანხის სანაცვლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვყიდით ან ვყიდულობთ რამეს, ხოლო ჩუქება არის, როცა უსასყიდლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვჩუქნით ან გვჩუქნიან ყოველგვარი თანხის გარეშე.

ორივე შემთხვევაში ერთნაირად წარმოიშობა საკუთრების უფლება და ორივე შემთხვევაში ერთნაირი უფლებები აქვს მესაკუთრეს- გინდა ნასყიდობის საფუძველზე გქონდეს საკუთრების უფლება მიღებული და გინდა ჩუქების საფუძველზე. მაგრამ როცა ვყიდით რაღაცას ან ვყიდულობთ, უნდა დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო როცა უსასყიდლოდ ხდება ქონების გადაცემა, ანუ უსასყიდლოდ გვჩუქნიან რამეს, უნდა დაიდოს ჩუქების ხელშეკრულება“, – განმარტავს თათია ქაჯაია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). როდესაც მშობელი უძრავი ქონების შვილზე გადაფორმებას გადაწყვეტს – როგორ უნდა გადაუფორმოთ შვილს ბინა, რომ მომავალში სადავო არ გახდეს – სპეციალისტის რჩევები. 26 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როდესაც-მშობელი-უძრავი-ქ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T00:01:46+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi