შაბათი, თებერვალი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სარდაფში არიან ჩაკეტილები, ეშინიათ, იარაღებით დარბიანო“ - მექსიკაში 30 ქართველი ნარკოკარტელმა გაიტაცა...

„სარდაფში არიან ჩაკეტილები, ეშინიათ, იარაღებით დარბიანო“ – მექსიკაში 30 ქართველი ნარკოკარტელმა გაიტაცა და გამოსასყიდს ითხოვენ

მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული, მათ შორისს 30 ქართველია. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, მძევლად ჰყავთ აყვანილი ქალებიც, თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან, თუ არა ბავშვები.

გატაცებულების ახლობლები ამბობენ, რომ ორი დღეა, იქ მყოფებს ვერ უკავშირდებიან და ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, გვიან ღამით შეიტყვეს, მას შემდეგ, რაც გამტაცებლებმა ერთ-ერთს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს.

„სარდაფში არიან ჩაკეტილები, თანხას ითხოვენ. როგორც მეუბნებიან, არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართო. ესეთ დროს ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ყველა გზა გამონახოს რომ ეს ადამიანები უვნებლები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. არის 30 ქართველი. სულ 120 ადამიანია“ – ამბობს “მთავარ არხთან” ერთ- ერთი გატაცებულის ახლობელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების მასშტაბური გატაცების შესახებ აცხადებს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე არიან და მოქალაქეების ადგილსამყოფელს არკვევენ.

ერთ-ერთი ვერსიით მექსიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებს აქტიური კავშირი აქვთ გადამყვან ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან, რომლებსაც არალეგალურად გადაჰყავთ მოქალაქეები მექსიკაში და მათგან ფულს იღებენ. საქართველოს ერთ- ერთი მოქალაქის ოჯახის წევრი იხსენებს როგორ ვითარდებოდა პროცესები, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მექსიკაში არალეგალურად გადავიდა, თუმცა ერთ ერთ სოფელში დააყოვნეს. ის ვარაუდობს, რომ ეს გატაცებაც ნარკოკარტელისა და გადამყვანების უთანხმოებას უკავშირდება:

ჯერ ესპანეთში ჩავიდნენ, დამხვედრი ჰყავთ- ანა-მარიაა ასეთი გოგო, რომელმაც თვითონ ჩააცილა კოლუმბიაში და კოლუმბიიდან ანაწილებს. ზოგი კოლუმბიიდან, ზოგი ნიკარაგუიდან შეჰყავთ მანქანებით მექსიკაში.,…ბავშვებითაა ჩემი უფროსი გოგო, გვეუბნებოდნენ სადღაც სოფელში ვართო. მოქალაქეებთან არ აქვთ პრობლემები, გადამყვანებთან აქვთ….“, – ამბობს ის. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

14 February, 2025
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 14, 2025
როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

თებერვალი 14, 2025
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

თებერვალი 14, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

თებერვალი 14, 2025
როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

თებერვალი 14, 2025
გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

14 თებერვალი 2025
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, გაიზარდა  გაყიდული ბინების ფასი — Colliers Georgia

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი