კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის

ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის

ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

„ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილდღეობასა და საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რომ არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენს გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით.

არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება. არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს, თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, გარემონტებილი ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

  საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია – საქსტატი აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.