„მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს არ ვეუბნები, ზოგჯერ მიბრაზდება, რატომ არ მირეკავო“ – სალომე ზურაბიშვილის შვილი დედასთან ურთიერთობაზე

ავტორი
4 წუთიანი წაკითხვა

ქეთევან გორჯესტანი ჟურნალისტია და ამჟამად ამერიკაში მუშაობს. მისი ძმა თემურ გორჯესტანი ქეთევანზე 2 წლით უფროსია. მათ მამა წარმოშობით ქართველია – ნიკოლოზ გორჯესტანი. დღევანდელი გორჯესტანები გუგუშვილები იყვნენ. თავის დროზე საქართველოს გასაბჭოების დროს ზურაბიშვილების მსგავსად გუგუშვილებიც საქართველოდან დევნილებად იქცნენ. ირანში გადასახლებულებმა გვარიც შეიცვალეს და გუგუშვილები გორჯესტანები გახდნენ.

სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოლოზ გორჯესტანის გზები იტალიაში გადაიკეთა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაიყარნენ. „სარკესთან“ საუბარში ქეთევანი ამბობს, რომ მშობლების ყურადღება არასოდეს მოჰკლებია.

– ამერიკაში, ვაშინგტონში დავიბადე, 4 წლამდე ამერიკაში ვცხოვრობდი. იმ წლებში დედა და მამა მუშაობდნენ და ჩვენთან ხშირად დედაჩემის დედა იყო. მე და ჩემი ძმა ფაქტობრივად მისი გაზრდილები ვართ. რადგან ამერიკაში დავიბადე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ვთვლი რომ ვარ ამერიკელი ფრანგი და ქართველი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ ერთმანეთს, დედამ მე და ჩემი ძმა ავსტრიაში წაგვიყვანა, რადგან იქ მუშაობდა. ვენაში ერთი წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ არაფერი მახსოვს, ავსტრიის შემდეგ აფრიკაში ჩადში ვიცხოვრეთ. იქაურობა კარგად მახსოვს. ევროპასა და ამერიკაში ცხოვრება თითქმის ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ აფრიკა სულ სხვაა. აფრიკაში დავიწყეთ სწავლა, სპორტზე სიარული. დედა მე და ჩემს ძმას ყველაფერზე გვატარებდა. მერე ჩადში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჩვენი სახლი მათი პრეზიდენტის სახლთან იყო ახლოს. ფრანგი ჯარისკაცები ჩვენს გაყვანას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ისე არ არის ჩარჩენილი, როგორც ცუდი მომენტი. ალბათ დედაც ისე იქცეოდა, რომ არ გვენერვიულა. აფრიკაში ვისწავლე, რომ შეიძლება გყავდეს მეგობარი რომელიც თეთრკანიანი არ არის.

- Advertisement -
Ad image

ჩადში 3 წელი ვიცხოვრეთ, იქ ყოფნისას მამასაც ხშირად ვხედავდით, რადგან მსოფლიო ბანკში მუშაობდა და აფრიკაში უწევდა ჩამოსვლა. ჩვენთან მოდიოდა და ცდილობდა ხშირად დარჩენილიყო. არდადეგების დროს ჩვენ ჩავდიოდით ამერიკაში. დედა და მამა ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა გვქონოდა. დედას უნდოდა მამასთან კონტაქტი არ გაგვეწყვიტა და ჩვენს აღზრდაში ისიც ყოფილიყო ჩართული.

  გიორგი ფხაკაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დიზაინერ დალი ჩიტალაძესთან ერთად ცეკვავს

– მამაზე გვიამბეთ, გვარი გორჯესტანი სადაურია?

– მამა ქართველია. ჩვენი წინაპრები გუგუშვილები იყვნენ. თუ სწორედ მახსოვს მამაჩემის მამა სპარსეთსა და საქართველოში ინჟინრად მუშაობდა. საბჭოთა ჯარები რომ შემოსულან საქართველოში სპარსეთში დარჩენილა. იქ უთქვამთ გვარი უნდა გადაიკეთოო. გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს. მამა სპარსეთში დაბადა, დედა უკრაინელი ჰყავდა.

– დედ-მამის განშორება ალბათ რთული გადასატანი იყო თქვენთვის…

– რთულად არ გადამიტანია. როცა პატარა ვიყავი ალბათ უფრო ადვილია მშობლების განშორებასთან შეგუება. 4 წლის ვიყავი და არც მახსოვს მამასთან ყოველდღიური ცხოვრება. ის შორის იყო, მაგრამ ამავდროულად სულ ჩვენთან. ერთადერთი რასაც განვიცდიდი ის იყო, როცა ჩემს ცხოვრებაში რამე ხდებოდა საყვარელი ადამიანებიდან ჩემს გვერდით რომელიღაც არ იყო.

– დედასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ? თქვენს პირად ცხოვრებაზე უყვებით?

– მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს ბოლომდე არ ვეუბნები, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია იცის. ზოგჯერ მიბრაზდება რატომ არ მირეკავო. მგონი მისგან გადმომედო, რომ ტელეფონი არ მიყვარს. ხშირად არ ვურეკავთ ერთმანეთს, მაგრამ როცა ჩემთან ჩამოდის უამრავ თემას ვარჩევთ.

– მამათქვენმა ხელმეორე ოჯახი შექმნა?

– დიახ ირანელი ცოლი ჰყავს. იმ ქალს სხვა კაცისგან გოგო ჰყავს, რომელიც თემურის ტოლია. მამას ცოლთან შვილი არ ჰყავს. ეს გოგო ფაქტობრივად ჩვენი დაა. ასევეა ჯანრის ქალიშვილიც ნანას, ჩემი დაა. ნანა ჩემზე ბევრად დიდია და მთლად დების ურთიერთობა არ გვაქვს.

– ჯანრისთან (კაშია) როგორი ურთიერთობა გქონდა?

– ჯანრისთან გავიზარდე. მამაჩემის ადგილი არასოდეს დაუკავებია, მაგრამ ყოველდღიურად მასთან ვიყავი. გადაწყვეტილების მიღებაში არ მეხმარებოდა, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს გვერდით იყო.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერს არ ვეუბნები, ზოგჯერ მიბრაზდება, რატომ არ მირეკავო“ – სალომე ზურაბიშვილის შვილი დედასთან ურთიერთობაზე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.