საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფონდის ცნობით, იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს.

„საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით.

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

2026 წლის იანვარ-მაისში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 587 047 ლარი შევიდა, წინა წლის იანვარ-მაისში კი, მხოლოდ 1 600 ლარი (ზრდა 161 590%). ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.

გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.

ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 24 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საპენსიო-ფონდი-დამსაქმებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi