შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა კ.ბ. -ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ასევე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ. – ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.

  „უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს… ფრთხილად იყავით!“ – ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი