სამშაბათი, მაისი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება — 9 მაისიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

სანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება — 9 მაისიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩის (ყოფილი აკაკი ვასაძის) სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, ზებრა გადასასვლელები, საპარკინგე სივრცეები და განახლდება სკვერები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 9 მაისის 10:00 საათიდან, ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებენ გზის ერთ ზოლში ორმხრივად. ღამის საათებში (00:30-დან 06:00-მდე) მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში.

დასაშვები იქნება გადაადგილება შიდასაუბნო გზებით, ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების მეშვეობით, ასევე — შემოვლითი გზებით.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის დროებითი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ პროექტის მიზანია უსაფრთხო, თანამედროვე და განახლებული ინფრასტრუქტურის შექმნა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ციალი გამოჩნდა. ფოტოგალერეა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი