აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც ცვლის ამერიკის მიერ გაცემული საგარეო დახმარების გადანაწილების სისტემას. გეგმის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც შეესაბამება აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების ამჟამინდელი სტრუქტურა ძალიან ფართოა და ძალიან ძვირი. გეგმის მიხედვით კი, დაფინანსება უნდა განაწილდეს უფრო ვიწრო, სტრატეგიული ფოკუსით.
წინადადება ითვალისწინებს USAID-ის 20-მდე ბიუროს გაუქმებას და სააგენტოსთვის სახელის გადარქმევას აშშ-ის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოდ.
„როიტერის“ ცნობით, ეს ორგანო სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში იქნება, ხოლო მისი მანდატი შეიზღუდება ჰუმანიტარული დახმარებით, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებით, გლობალური ჯანდაცვითა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებით.
დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი „პოლიტიკურად ორიენტირებული პროგრამები“, მაგალითად, დემოკრატიის ხელშეწყობა, რელიგიური თავისუფლება და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა სამართავად.
„როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადაეგზავნება განსახილველად.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „როიტერი“ – ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც ცვლის საგარეო დახმარების სისტემას, დაფინანსებას მიიღებს ის სფეროები, რომლებიც შეესაბამება აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. 21 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როიტერი-ტრამპის-ადმინ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T01:31:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
