სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ იმ წვევამდელების ოჯახებს, რომლებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით რეგისტრირდებიან.
ამჯერად, სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები ქუთაისში, თერჯოლასა და ბაღდათში მცხოვრებ წვევამდელთა მშობლებს შეხვდნენ და მათი შვილების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები გადასცეს. წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.