ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 19 წლის ქალიშვილის, ტაბარიკ კადიროვას კომპანია მილიონებს გამოიმუშავებს. საუბარია “ირს გუპზე“ – ეს არის კომპანია, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავთ რამზანის შვილი. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს კომპანიამ 203 მილიონი რუბლის ოდენობის მოგება ნახა, აქედან 196 მილიონი სუფთა მოგება იყო.
ინფორმაცია ღია ფინანსურ ანგარიშვალდებულებაშია გამოქვეყნებული.
ანგარიშში მითითებულია, რომ ორგანიზაციის ბალანსი 196.4 მილიონ რუბლს შეადგენს. 2023 წელს გასავალმა 6.2 მილიონი რუბლი შეადგინა. კომპანიას საკრედიტო ვალდებულება 436 000 რუბლს შეადგენს.
“ირს-გრუპი“ 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა. მის საქმიანობაში მითითებულია ვაჭრობა, იჯარა და უძრავი ქონების მართვა, მიწის ნაკვეთების ყიდვა და გაყიდვა.
“ირს-გრუპმა“ ამ მოკლე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებშიც მიიღო მონაწილეობა. ტაბარიკ კადიროვა 2022 წლის ბოლოს ტვირთის გადაზიდვის კომპანიის, “გროზნოს ტაქსის“ დამფუძნებელი გახდა.
“ირს-გრუპში“ კადიროვას 99%-იანი წილი აქვს. საქმიანობაში კი ვაჭრობა და კიდევ 35 კატეგორია აქვს მითითებული, მათ შორის რესტორნებისა და უძრავი ქონების მართვა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რამზან კადიროვის ქალიშვილის მილიონები – როგორ გამოიმუშავებს 19 წლის ტაბარიკ კადიროვა და მისი კომპანია ფულს. 23 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რამზან-კადიროვის-ქალიშვი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
