ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასამგორის რაიონში ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების...

სამგორის რაიონში ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 1,5-2 წელიწადში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.

„დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო და შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტო ქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.

„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია „სარაჯიშვილი- ზღვის უბნისა“ და „ისანი-ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.