საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი 106 კვადრატული მეტრის ფართობის აბლაბუდა აღმოაჩინეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე მდებარე გოგირდოვან გამოქვაბულში, სპელეოლოგებმა 106 კვადრატული მეტრის ფართობის აბლაბუდა აღმოაჩინეს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდად აღიარეს. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Subterranean Biology-შია გამოქვეყნებული.

ეს აბლაბუდა არა ერთიანი ქსოვილი, არამედ ათასობით მცირე ქსელის ერთობლიობაა, რომლებიც ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ამ აბლაბუდაში Tegenaria domestica-ს სახეობის დაახლოებით 69 ათასი ობობა და Prinerigone vagans-ის სახეობის 42 ათასზე მეტი ობობა ცხოვრობს.

კვლევამ ამ სახეობებში კოლონიური ქცევა პირველად დაადასტურა. სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ გამოქვაბულში Tegenaria domestica და Prinerigone vagans ნადირობენ ქინქლებზე, რომლებიც მიკრობული ბიოაპკებით იკვებებიან.

მოლეკულურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოქვაბულის ობობები ზედაპირზე მცხოვრები თავიანთი ნათესავებისგან განსხვავდებიან. მათი ნაწლავის ფლორა ნაკლებად მრავალფეროვანია, ხოლო გენეტიკური თავისებურებები მარადიულ სიბნელესთან და გოგირდოვან გარემოსთან ადაპტაციაზე მიუთითებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საბერძნეთისა და ალბანეთის საზღვარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი 106 კვადრატული მეტრის ფართობის აბლაბუდა აღმოაჩინეს. 6 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბერძნეთისა-და-ალბანეთი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T14:11:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi