პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსაბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მისი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში, 665 გრამი) დაფასოებული და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავცრელებს.

  ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი