17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.
კერძო მესაკუთრის დახმარებით ადგილზე ჩავიდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი (“ორკინი – საქართველოს” ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია. სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).
მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს.
,,ამდენი და მეტი გველიც ბინადრობს და სულ ბინადრობდა ჩვენ გარშემო, რაც ბუნებისთვის და ეკოსისტემისთვის აუცილებელია. თუმცა ასე, ერთ სივრცეში ამდენი ინდივიდის ნახვა ძალიან იშვიათია, იმიტომ კი არა, რომ გველები ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გაგვირბიან და იმალებიან“, – ამბობს ,,რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი იანქოშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ქარელში 138 გველის გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს. 19 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქარელში-138-გველის-გამოსაზა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
