შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორუსული ტანკერების ჩაძირვით შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს

რუსული ტანკერების ჩაძირვით შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის ავარიის შედეგად ზარალმა შესაძლოა 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს. ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ სვეტლანა გრინჩუკმა განაცხადა.

მისი მონაცემებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებული ზარალი 14 მლრდ დოლარს მიაღწევს. თუმცა შეფასება წინასწარია და კატასტროფის შესახებ მონაცემების დაზუსტების შემდეგ შეიცვლება.

უწყება ამინდის პირობების გაუმჯობესებას ელოდება, რომ მაღალი ხარისხის სატელიტური სურათები მიიღოს, რომლებიც სიტუაციის ანალიზისთვის და უფრო დეტალური მოდელირებისთვის აუცილებელია.

  „დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე“-ნინო წერეთელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი