ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევარუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, გაზით, ასევე, მოიწამლა 4 ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები 3 არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.

ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო… მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა. როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს“ – თბილისში 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი