ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს.
3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.
დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს კანადურ ენერგომატარებლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
ახალი საბაჟო ტარიფები 4 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). აშშ 30 დღით აჩერებს კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედებას. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-30-დღით-აჩერებს-კანადის/
