რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, გაზით, ასევე, მოიწამლა 4 ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები 3 არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.
ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სამართალდამცველები და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსთავში-co-ს-ინტოქსიკაცია/
