„რუსთავი 2-ზე“ ნინო ჩხეიძისა და ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა იწყება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი

„რუსთავი 2“ ახალ მუსიკალურ გადაცემას, „გული მღერის“ აანონსებს. გადაცემის წამყვანები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სახეები, ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი იქნებიან.

გადაცემა ეთერში ახალი წლის პირველ საღამოს, 22:00 საათზე გავა და მაყურებელს საუცხოო სანახაობას ჰპირდება.

ნინო ჩხეიძე: ჩვენი ახალი გადაცემა „რუსთავი 2-ის“ ეთერში პირველი იანვრიდან გავა. ეს არის მუსიკალური გადაცემა, რომელიც ყოველ შაბათს, ჩვენს მაყურებელს გრანდიოზულ, ბრჭყვიალა კონცერტს შესთავაზებს. მოისმენთ სიმღერებს, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს.  იხილავთ ცნობილ და ახალ სახეებს, იქნება ახალი სიმღერების პრემიერები, ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები,  მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. ეს ზუსტად ის გადაცემაა, რომელიც ამ ეტაპისთვის ძალიან საჭიროა და ქართულ ტელესივრცეში ძალიან მოთხოვნადი იქნება.

– თქვენს თანაწამყვანზე რას გვეტყვით, როგორი ტანდემი შედგა?

- Advertisement -
Ad imageAd image

– ლაშასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, როგორც მეწყვილე, „რუსთავი 2-მა“ დაგვაკავშირა. საოცრად კომფორტულია, ცდილობს, რომ მეც მაქსიმალური კომფორტი შემიქმნას. როგორი ტანდემი გამოგვივიდა, ამას ყველაზე კარგად მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ჩვენ ძალიან აწყობილები ვართ და ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველი გადაცემა ისეთი იქნება, ყველას გულს რომ აამღერებს. ნახეთ ვიდეო

#drpkhakadze #sheniambebi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „რუსთავი 2-ზე“ ნინო ჩხეიძისა და ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა იწყება. 23 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსთავი-2-ზე-ნინო-ჩხეიძი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi