იტალიელმა სიმაღლეში მხტომელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯანმარკო ტამბერიმ თავის ცოლს კიარა ბონტემპის ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქორწინო ბეჭედი დაკარგა.
შესაბამისი განცხადება სპორტსმენმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ტამბერის, რომელიც იტალიის ნაკრების მედროშე იყო, ბეჭედი სენაში ჩაუვარდა.
„მაპატიე, ჩემო სიყვარულო, საშინლად ვწუხვარ. ან ძალიან სველი ამინდი იყო, ან ბოლო თვეების გამო ზედმეტად ბევრი კილოგრამი დავკარგე, ან ენთუზიაზმით აღსავსე ვიყავი. სავარაუდოდ, სამივე ამ ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – უცებ დავინახე როგორ მიფრინავს ჩემი ბეჭედი ძირს. თვალი გავაყოლე, სანამ არ დავინახე როგორ ახტა-დახტა ის ნავზე. იმედის ნაპერწკალიც კი გამიჩნდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბეჭედი წყალში ჩავარდა. მაგრამ თუ ეს მართლაც ასე უნდა მომხდარიყო, ამისთვის უკეთეს ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. ბეჭედი სამუდამოდ დარჩება იმ მდინარის ფსკერზე, რომელიც სიყვარულის ქალაქში მოედინება“, – დაწერა ტამბერიმ.
მან მეუღლეს შესთავაზა, თავისი ბეჭედიც სენაში გადააგდოს, რათა წყვილი შემდეგ ხელახლა დაქორწინდეს. უცნობია რას ფიქრობს ამაზე კიარა. წყვილი 2022 წელს დაქორწინდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „მაპატიე, ჩემო სიყვარულო“ – იტალიის ნაკრების მედროშემ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქორწინო ბეჭედი დაკარგა. 29 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მაპატიე-ჩემო-სიყვარულო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
