შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთში აცხადებენ, რომ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის...

რუსეთში აცხადებენ, რომ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელობის შემსრულებელი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელობის შემსრულებელი.

მათი ინფორმაციით, დაკავებული 29 წლის უზბეკეთის მოქალაქეა და იგი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო გადაბირებული.

ცნობისთვის, რუსი გენერალი იგორ კირილოვი 17 დეკემბერს მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მდგარ სკუტერში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა იგორ კირილოვის თანაშემწე.

მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მოსკოვში რუსი გენერლის, აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგია.

  მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა დაიჭირა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი