ნეპალში, ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ინდუისტურ დღესასწაულზე 2 წლის გოგონა ახალ “ქალღმერთად“ აკურთხეს.
არიატარა შაკია, რომელიც 2 წლისა და 8 თვისაა, ოჯახის წევრებმა კატმანდუს ქუჩების გავლით, ტაძარში მიიყვანეს.
“ქალღმერთს” პატივს მიაგებენ, როგორც ნეპალელი ბუდისტები, ასევე ინდუსები.
2-დან 4 წლამდე გოგონებს, რომლებსაც “ქალღმერთად” ირჩევენ, უნაკლო კანი, თმა, თვალები და კბილები უნდა ჰქონდეთ. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვს სიბნელის მიმართ შიში გრძნობას არ განიცდიდეს.
მომლოცველები რიგში იდგნენ, რათა გოგონას ფეხებს შეხებოდნენ – ეს ჰიმალაებში ინდუსებისთვის უმაღლესი პატივისცემის ნიშნად ითვლება. მას ასევე ყვავილებსა და ფულს სწირავდნენ.
ოჯახები, რომლებიც შაკიას კლანს მიეკუთვნებიან და კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან შერჩეული გოგონას ოჯახი საზოგადოებაში და საკუთარ კლანშიც მაღალ სტატუსს იძენს.
ასევე ნახეთ:
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

