პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა, რამდენიმე...

რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა, რამდენიმე რაიონში კი ხანძარი გაჩნდა

ღამით რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამასთან, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

  7 ცვლილება, რომელიც დღეიდან საქართველოსა და მსოფლიოში ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი