მეცნიერებმა ანტარქტიდის ტბის – ენიგმას ყინულის ქვეშ უზარმაზარი წყლის ფენა აღმოაჩინეს, რომელშიც გარე სამყაროსგან იზოლირებული მიკროორგანიზმები ბუდობენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა ანტარქტიდის ტბის – ენიგმას ყინულის ქვეშ უზარმაზარი წყლის ფენა აღმოაჩინეს, რომელშიც გარე სამყაროსგან იზოლირებული მიკროორგანიზმები ცოცხლობენ, ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში, რომელიც Communications Earth & Environment-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერებმა გამოიყენეს სკანირების მეთოდი, რომელმაც აჩვენა, რომ იზოლირებული წყალსაცავის სიღრმე არა ნაკლებ 12 მეტრს შეადგენს, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს მისი მაქსიმუმი.

საშუალო ტემპერატურა აქ მინუს14 გრადუსს აღწევს, მინიმალური კი – მინუს 40,7, ამიტომ ყინული აქ მთელი წლის განმავლობაშია. ასეთი იზოლაციის პირობებში, წყლის შიგნით მთელი ეკოსისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად არსებობს.

აქ აღმოაჩინეს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორებიცაა: Bacteroidota, Actinobacteriota და Pseudomonadota. ასევე პრიმიტიული ბაქტერიები (Patescibacteria).

- Advertisement -
Ad imageAd image

მეცნიერების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდება, ამ ტბის „ბინადრები“ მის აღორძინებას შეძლებენ. მართალია, ამისთვის მილიონობით წელი იქნება საჭირო, თუმცა მეცნიერების აზრით, პლანეტას, როგორც ჩანს, გეგმა B აქვს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა ანტარქტიდის ტბის – ენიგმას ყინულის ქვეშ უზარმაზარი წყლის ფენა აღმოაჩინეს, რომელშიც გარე სამყაროსგან იზოლირებული მიკროორგანიზმები ბუდობენ. 12 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-ანტარქტიდის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi