შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირომელი საკვები ნივთიერებები ანელებს ტვინის დაბერებას - კვლევა

რომელი საკვები ნივთიერებები ანელებს ტვინის დაბერებას – კვლევა

იმაში უკეთ გარკვევა თუ როგორ ვბერდებით, დიდხანს სიცოცხლესა და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. და, აი, ახლა მეცნიერებმა საკვები ნივთიერებები ტვინის დაბერების სიჩქარესთან დააკავშირეს.

ილინოისისა და ნებრასკას უნივერსიტეტების მკვლევრებმა 65-67 წლის 100 ადამიანის თავის ტვინის სკანირების შედეგები მიღებულ საკვებ ნივთიერებებს შეადარეს. მკვლევრები ტვინის დაბერებასა და საკვებ ნივთიერებებს შორის კავშირს ეძებდნენ.

მათ ტვინის დაბერების ორი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს. ნელი დაბერება ხმელთაშუაზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ამ დიეტაზე წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის.

“ჩვენ კონკრეტული საკვები ბიომარკერები შევისწავლეთ, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს იმ კვლევებთანაა თანხვედრაში, რომლებიც ხმელთაშუაზღვიური რაციონის დადებით ეფექტებზე უთითებს”, — ამბობს ლინკოლნის უნივერსიტეტის მეცნიერი, არონ ბარბი.

მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები მხოლოდ კვლევის მონაწილეების სიტყვებზე არ იყვნენ დამოკიდებული. მათ სისხლის ნიმუშები აიღეს და საკვების ბიომარკერებს შეადარეს. ამით ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ ხანშიშესული პირები.

ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თევზსა და ზეითუნის ზეთში შედის ცალსახად დადებით როლს ასრულებდა. ასევე სასარგებლო იყო ანტიოქსიდანტები, რომლებიც ისპანახსა და ნუშში გვხვდება. სასარგებლო იყო კაროტინოიდებიც, რომლებიც სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტებია. ტვინის ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა, ესაა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში გვხვდება.

მკვლევრებმა ტვინის დაბერების განსაზღვრა მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებითა და კოგნიტიური შესაძლებლობების შეფასებებით მოახდინეს.

“ამით ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს საკვები ტვინის დაბერებაზე”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევა ჟურნალ npj Aging-ში გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი