2025 წლის აპრილი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მოუტანს. მთვარის კალენდრის მიხედვით, თვის განმავლობაში, გამორჩეულად ხელსაყრელი და ამავდროულად, შედარებით საყურადღებო დღეებიც იქნება და ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს თარიღები წინასწარ მოვინიშნოთ:
მთვარის ფაზები 2025 წლის აპრილისთვის:
ახალი მთვარე – 28 აპრილი. ახალი მთვარე, როგორც წესი, ძალიან დიდი ენერგიით ხასიათდება და შესაძლოა, ამ დღეს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა ვიგრძნოთ. ჯობს, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. განიტვირთეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამავდროულად, ახალი მთვარე საუკეთესო პერიოდია, ახალი საქმეებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად.
კლებადი მთვარე – 24 – 27 აპრილი. კლებადი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებულ საქმეებსა და პროექტებზე ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი, რაც დავიწყეთ, დავასრულოთ. ამავდროულად, ჯობს ეს პერიოდი გეგმების შედგენას დავუთმოთ, განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს და როგორ შეიძლება, მიზნებს მივაღწიოთ.