ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიარომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

16 დეკემბერი

ეს დღე ზრდასა და განვითარებას ეძღვნება. თვითგანვითარებისთვის შესანიშნავი დღეა. ამიტომაც, თუკი რაიმეს შესწავლას, გარდაქმნას, კურსების გავლას, მასტერკლასებზე ჩაწერას გეგმავდით, ამ დღეს გადადგით პირველი ნაბიჯები. შედეგი თქვენთვის იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ასევე, თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან უთანხმოება გაქვთ, მასთან საუბარი დაგეგმეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღის ენერგია მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების აღდგენისათვის განსაკუთრებით გამოგადგებათ.

17 დეკემბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავი რაღაცები მოხდეს, გამჟღავნდეს საიდუმლოებები და გაიგოთ ისეთი ინფორმაცია, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონდათ. ენდეთ თქვენს ინტუიციას. ამ დღეს ინტუიცია ყველაზე კარგად მუშაობს. შესაძლოა, მოულოდნელი სიურპრიზი და გამართლებაც შეგხვდეთ, რაც თქვენი სწორი გადაწყვეტილების შედეგი იქნება.

18 დეკემბერი

ამ დღეს, შესაძლოა, ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იგრძნოთ. ჯობს, საკუთარ ხარჯებს გადახედოთ და ზუსტად გაწეროთ, რა რესურსი გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არასაჭირო და არამიზნობრივი ხარჯების გამო, თქვენი ფინანსური რესურსი აღარ გეყოთ იმ საქმეებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გქონდათ.

19 დეკემბერი

შესაძლოა, ოჯახური ან ქონებრივი პრობლემები წარმოიშვას, რაც თქვენი მხრიდან დიდ ყურადღებასა და სწრაფად ჩარევას მოითხოვს. ასევე, უთანხმოების ან ძველი წყენის გამო, შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტიც მოგივიდეთ. ემოციურად საკმაოდ რთული დღეა. შეეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ, მშვიდად ისაუბროთ, არ გამოხატოთ აგრესია და პრობლემები თანმიმდევრულად მოაგვაროთ.

20 დეკემბერი

განახლებისა და ცვლილებების ენერგია მთელ დღეს აავსებს. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ერთი ეტაპის დასრულება ახალი ეტაპის დაწყებას იწვევს. ეს მუდმივი, გარდაუვალი პროცესია. აღნიშნული დღე წარსულის წარმატებებისა და შეცდომების გასაანალიზებლად შესანიშნავია. ასე შეძლებთ, მკაფიოდ განსაზღვროთ, რა უნდა გააკეთოთ სამომავლოდ იმისათვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ.

21 დეკემბერი

ეს დღე ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ისეთ გამოწვევებს შეიტანს, რომელიც თქვენი მხრიდან დიდ ძალას, მონდომებასა და დაკვირვებას მოითხოვს. ამიტომ, იყავით ფრთხილად, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები, შეეცადეთ, სწორად შეაფასოთ სიტუაცია და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგათ.

  რატომ უნდა გაწმინდოთ სახლში სარკე სტუმრების წასვლის შემდეგ

22 დეკემბერი

ამ დღეს შესაძლოა, მოტივაცია დაკარგოთ და უიმედობა იგრძნოთ. იფიქროთ, რომ საყვარელ ადამიანებსაც კი ვეღარ უგებთ, არ გამოგდით ის, რასაც აკეთებთ… ჯობს, აღნიშნული დღე დასვენებას, იმ აქტივობების განხორციელებას დაუთმოთ, რომლებიც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის, შეძლებთ ძალების აღდგენას და მოტივაციას კვლავ იპოვით.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი