საქართველო მოექცა ჩრდილოდასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენის ქვეშ. ამან ძლიერი ნალექი გამოიწვია, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, 19 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი.
„დღეს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ განახლდება ნალექი დასავლეთ საქართველოში. მთიან და და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. 17-ში და 18 რიცხვში კვლავ შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ნალექი თოვლის სახით იქნება შიდა ქართლის ტერიტორიაზე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, რასაც ძლიერი ქარი დაემატება. თბილისში და კახეთში მცირე ნალექის ალბათობაა თოვლის სახით და იქნება ძლიერი ქარი. ეს დღეები კვლავ ცივი ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით 3-9 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1-6 გრადუსის ფარგლებში“, – განაცხადა თამარ პაპაშვილმა.
მისივე თქმით, 19 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე საქართველოში გამოიდარებს.
„19-ში დღისით უკვე გამოიდარებს 20-21 დეკემბერს არაჩვეულებრივი ამინდია, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 15 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 გრადუსამდე შესაძლოა ავიდეს. 22 დეკემბრის საღამოდან კი კვლავ ნალექს ველოდებით“, – განაცხადა პაპაშვილმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ. 16 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გაფრთხილება-მოსალოდნელ-13/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T11:51:56+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
