თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტის ფარგლებში კვლევა განხორციელდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
თბილისის ეროვნული პარკის ეკოსისტემის აღდგენის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევა კავკასიური კეთილშობილი ირმის რეინტროდუქციის შესაძლებლობებზე დასრულდა.
კვლევამ დაადასტურა, რომ ეროვნული პარკის ჰაბიტატები ხელსაყრელია ირმის უსაფრთხო და მდგრად ინტეგრაციისთვის, ხოლო გავრცელებული საფრთხეების და რისკების მართვის ეფექტური მექანიზმებიც იდენტიფიცირებულია.
კვლევა მოიცავს:
- – პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან აღებული ინდივიდები უზრუნველყოფენ ახალი პოპულაციის გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ მდგრადობას. ლაგოდეხის მცირე, მაგრამ სტაბილური პოპულაციაც ხელს უწყობს პროექტის წარმატებას.
- – ჰაბიტატის შესწავლას: დადგინდა, რომ თბილისის ეროვნული პარკი შესაფერისია ირმის დასაბინავებლად, თუმცა მათი წარმატებული დაბრუნება დამოკიდებულია ადაპტაციასა და სტრატეგიულ მონიტორინგზე.
- – რისკების ანალიზს: შესაძლო ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს ბრაკონიერობა, ასევე მიუსაფარი ძაღლები და ადამიანთან კომფლიქტი, რომლის ეფექტური მართვა მოხდება SMART სისტემის გამოყენებით, მონიტორინგისა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით;
კვლევის საფუძველზე შემუშავებულია შერეული რეინტროდუქციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ველური ინდივიდების ტრანსლოკაციას ბორჯომ-ხარაგაულისა და ლაგოდეხისა დაცული ტერიტორიებიდან. საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ჩაერთვებიან ინდივიდები თბილისის ზოოპარკიდან.
თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მთლიანობის აღსადგენად.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და bp-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ. კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


