დაცული ტერიტორიების დაარსებამ და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას – 2025 წელს, 9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველო, მისი უნიკალური ლანდშაფტისა და ეკოლოგიური მრავალფეროვნების გამო, დიდ შესაძლებლობას იძლევა ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მიმართულებით, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 25 ტერიტორიული ადმინისტრაცია. დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 748 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. ამჟამად სამუშაოები ექვს რეგიონში მიმდინარეობს: რაჭაში, გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და კახეთში. შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰა-ით გაიზრდება და დაახლოებით 1 150 000 ჰა-ს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის 16.4%-ია“, – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების დაარსებამ და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას – 2025 წელს, 9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაცული ტერიტორიების დაარსებამ და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას – 2025 წელს, 9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია. 26 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაცული-ტერიტორიების-დაარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi