შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაროდის ამოქმედდება ცვლილება - სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო...

როდის ამოქმედდება ცვლილება – სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ცვლილება ეფუძნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, თევზჭერის ელექტროიარაღების სამართლებრივ კონტროლს და მათი შესაძლო არასამეცნიერო/უკანონო გამოყენების პრევენციას.

ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 10 ივნისიდან. შესაბამისად, ყველა პირი ან ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში იყენებს თევზმიმზიდ ელექტროშოკურ მოწყობილობას, ვალდებულია, აღნიშნული მოწყობილობა 10 ივნისიდან 2 თვის განმავლობაში დაარეგისტრიროს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. რეგისტრაციის განსახორციელებლად, დაინტერესებულმა პირებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
info@wla.gov.ge
‪+995 571 77 60 00‬ გიორგი ზაალიშვილი იქტიოლოგი‬‬‬
‪+995 591 41 29 16‬ ნათია ცხოვრებაშვილი, ველური ბუნებისა და აღწარმოების სამსახურის უფროსის მოადგილე‬‬‬”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
  „იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა… ჩემს შვილსა და საქართველოს ვერ დავტოვებდი…“ - თამთა კვარაცხელია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი