უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დიზაინი ან სტილი, რომელშიც მარტივიდამცირე ელემენტები მაქსიმალურიეფექტისმისაღებად გამოიყენება – ესმინიმალიზმია. მინიმალიზმი სათავეს იღებსხელოვნებაში, ნამუშევრებში მარტივი ხაზებითადა მხოლოდრამდენიმე ფერით გამოიხატება. ინტერიერისდიზაინში 90-იან წლებში გამოჩნდადაგულისხმობს ობიექტების შემცირებას, რათასივრცე არ იყოს გადატვირთული. მინიმალიზმმამნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერისდიზაინის მსოფლიო მოდაშიდა მარადიულტრენდად იქცა. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ ამუცვლელი ტრენდის შესახებ, გაიგებთ, როგორუნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტურიინტერიერი.

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

  მინიმალიზმი ინტერიერში ადვილი გამოსაყენებელია, თუ სწორად მიუდგებით. მოძებნეთ დეტალები, რომლებიც მხოლოდ მინიმალისტური სტილის კი არ იქნება, არამედ ფუნქციურიც. აუცილებლადგაითვალისწინეთთქვენი ცხოვრების წესი, მაგალითად, თუგიყვართ დივანზე დასვენება დაფილმებისყურება, პრიორიტეტად სწორედ ესაიღეთ. არგამოიყენოთ ის, რაც ყოველდღიურად არგჭირდებათ. გაქვთ ბევრიწიგნი? ისეთი კარადაშეარჩიეთ, რომელსაცკარი ექნება და შიგნითშეინახეთ წიგნები. დეკორაციისთვის მხოლოდმცირე რაოდენობისნივთი გამოიყენეთ, თუნდაც თქვენი წიგნებისკოლექციიდანრამდენიმე წიგნი. ინტერიერშიმინიმალიზმისმისაღწევად რამდენიმეძირითადი პუნქტიარსებობს:

1. ხაზი გაუსვით თქვენი სახლის არქიტექტურულ დეტალებს, დამალვის ნაცვლად, აქციეთინტერიერის ნაწილად;

- Advertisement -
Ad imageAd image

2. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერიშეარჩიეთ ფუნქციის მიხედვით. ინტერიერშიგამოყენებული თითოეული დეტალიუნდა იყოს„დასაბუთებული“, რათა თავიდანაირიდოთარეულობა;

3. წესრიგი, წესრიგი და წესრიგი! უპირატესობა მიანიჭეთ თანამედროვე საცავს, სადაც ზედმეტ ნივთებს მოათავსებთ;

4. აირჩიეთ ფერთა პალიტრა – როდესაც ქმნით თანამედროვე, მინიმალისტურინტერიერს,იდეალურია თეთრი, კრემისფერი, შავი, ნაცრისფერი და მათთანდაკავშირებულიმონოქრომული ფერები. თუმცაეს სულაც არნიშნავს, რომ სხვა ფერებიარუნდაგამოიყენოთ, მთავარია, შეარჩიოთ ერთმანეთისგან არც ისე რადიკალურად განსხვავებული სამი ფერი;

5. მომხიბლავი, მინიმალისტურიინტერიერისშექმნა ნიშნავს ავეჯისგააზრებულადგამოყენებას, რათა სივრცეიყოსდაბალანსებული. რაც არ უნდა მცირე ზომისიყოს ავეჯი, ნუ მიატყუპებთ ერთმანეთთანდა დატოვეთ სივრცე.

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უცვლელი-ტენდენციები-როგო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi