მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეოთხე ეპიზოდი შედგა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: მედუზა, ჭიამაია, კენგურუ, პუპი და ფარაონი.
გულშემატკივრის რჩეულები გახდნენ: კენგურუ, ფარაონი და მედუზა. ისინიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილ ორ თოჯინას – პუპისა და ჭიამაიას შორის გამარჯვებული ჟიურიმ გადაწყვიტა. ჟიურიმ მეგაშოუში პუპი დატოვა.
ჭიამაიას ნიღაბი მომღერალ მანანა თოდაძეს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 12 ახალი თოჯინით.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ვის ჰქონდა მორგებული ჭიამაიას ნიღაბი – მეგაშოუ „ვინ ვინ არის“. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-ჰქონდა-მორგებული-ჭია/
