ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიროგორ უნდა მოიქცეთ საღამოს, რომ სწრაფად დაიკლოთ წონა

როგორ უნდა მოიქცეთ საღამოს, რომ სწრაფად დაიკლოთ წონა

საღამოს დაიტვირთეთ

ადამიანები ხშირად ჭამენ საღამოს, რადგან მოწყენილები არიან. გააკეთეთ რაიმე ძილის წინ. შეგიძლიათ გაისეირნოთ, იკთხოთ, დღიური წეროთ, ან ისაუბროთ მეგობართან. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ჰობი – ქსოვა, ხატვა. ეს მშვენიერი გზაა იმისათვის, რომ აღარ იფიქროთ საკვებზე, როცა მოწყენილი ხართ.

დაიძინეთ განსაზღვრულ დროს

თუ წონის დაკლება გსურთ, საკმარისი ძილი გჭირდებათ. განსაზღვრეთ მკაფიო განრიგი და მიჰყევით მას, რომ საკმარისად გეძინოთ. დროულად დაძინება დაგეხმარებათ აღარ იფიქროთ საკვებზე.

საღამოობით ივარჯიშეთ

საღამოს ფიზიკური აქტივობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. თუმცა გაითვალისწინეთ: არ ივარჯიშოთ ძილის წინ და არ დაკავდეთ ინტენსიური სპორტით – ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი ძილის ხარისხი. ეცადეთ, დაძინებამდე ორი საათით ადრე ივარჯიშოთ.

არ ჭამოთ ძილის წინ

თუ საკვებს იღებთ ძილის წინ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს წონის დაკლების შანსებს. ამან შეიძლება ძილის პროცესშიც ხელი შეგიშალოთ. შეეცადეთ არ შეხვიდეთ სამზარეულოში ძილის წინ ორი საათით ადრე.

მოამზადეთ ლანჩბოქსი

იმის ნაცვლად, რომ ლანჩის დროს კაფეში ან კაფეტერიაში საჭმელად წახვიდეთ, დაზოგეთ ფული და მოამზადეთ ლანჩბოქსი წინა ღამით. გარეთ ჭამის დროს ხშირად მეტ კალორიებს იღებთ.

დაიცავით გრაფიკი

თუ საღამოს ჭარბად იკვებებით, ეს შეიძლება იმის გამო იყოს, რომ დღის განმავლობაში საკმარისად არ ჭამეთ. ამიტომ იკვებეთ რეგულარულად. ამ გზით, თქვენი სხეული დაიმახსოვრებს, როდის უნდა ელოდოს საკვებს. ლანჩსა და ვახშამს შორის ჭამა კარგია, მაგრამ ეცადეთ არ გადააჭარბოთ.

გამორთეთ ტელევიზორი

სადილის დროს შეიძლება ისიამოვნოთ ტელევიზორის ყურებით. მაგრამ ასეთი კვება არ იქნება კარგი თქვენთვის. ფოკუსირდით იმაზე, თუ რას ჭამთ და თავიდან აიცილეთ ზედმეტი ჭამა. ტელევიზორი გიფანტავთ ყურადღებას.

მოიხსენით სტრესი

სტრესი იწვევს წონის მატებას. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის საღამოს. ღრმა სუნთქვის ტექნიკა და გონების მედიტაცია დასვენების შესანიშნავი საშუალებაა. სტრესის დონის შემცირებამ ასევე შეიძლება კარგი გავლენა მოახდინოს თქვენი ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.

გამორთეთ სინათლე

სრულიად ბნელ ოთახში ძილი კიდევ ერთი ჩვევაა, რომელიც თქვენს სიას უნდა დაემატოს. ის გეხმარებათ უკეთ დაიძინოთ. თუ ცდილობთ წონაში დაკლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ჩამოაფარეთ ფარდები, დაძინებამდე 30 წუთით ადრე მაინც მოიშორეთ ტელეფონი და ლეპტოპი. ძილის ნიღაბი ასევე დაგეხმარებათ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი